ბრიტანეთს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ სავიზო სისტემას დაამკვიდრებს ევროკავშირისთვის

© Pixabay / fotofan1ლონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს დაამკვიდროს იმგვარი სისტემა, რომელიც „მთავრობას საშუალებას მისცემს განსაზღვროს, ვის შეუძლია ქვეყანაში შესვლა“.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ჯერ არ განუსაზღვრავს, როგორ სავიზო კონტროლს დაამკვიდრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის Brexit-ის შემდეგ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით.

„ზუსტად როგორ გააკონტროლებს მთავრობა ევროკავშირის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლას Brexit-ის შემდეგ, ჯერ განსაზღვრული არ არის“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის  ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: Brexit საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე არ იმოქმედებს

დაუნინგ-სტრიტის წარმომადგენელმა უარყო მიგრაციული სისტემის შემოღების ვერსია. მისი თქმით, პრემიერი ტერეზა მეი დარწმუნებულია, რომ „ქულებზე დაფუძნებული მიგრაციული სისტემა (Points-based system, PBS), ვერ იმუშავებს და ამიტომ ვარიანტად არ განიხილება.

Points-based system, PBS — ანუ ქულებზე დაფუძნებული მიგრაციული სისტემა, რომელიც დღესაც მოქმედებს, დიდმა ბრიტანეთმა ავსტრალიის მაგალითზე შემოიღო იმ პირებისთვის, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები.

დაუნინგ-სტრიტის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული სისტემა ქვეყანაში შემომსვლელს, თუკი ის გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ავტომატურად ანიჭებს  ვიზის აღების უფლებას, ამჟამინდელ ხელისუფლებას კი სურს დაამკვიდროს იმგვარი სისტემა, რომელიც „მთავრობას საშუალებას მისცემს განსაზღვროს, ვის შეუძლია ქვეყანაში შესვლა“.

ყველა ახალი ამბავი
0