გარდაიცვალა მამაკაცი რომელიც ყიფშიძის ქუჩაზე ავტომატით დაჭრეს

© photo: Sputnik / Alexander imedashviliსამსახური -112
სამსახური -112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში უცნობმა პირმა ტექმომსახურების სადგურის თანამშრომელს კალაშნიკოვიდან ცეცხლი გაუხსნა.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ექიმებმა ვერ შეძლეს ცოტა ხნის წინ ყიფშიძის ქუჩაზე ავტომატიდან სროლის შედეგად დაჭრილი პირის გადარჩენა. იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით. 

კალაშნიკოვი - Sputnik საქართველო
უცნობმა პირმა თბილისის ცენტრში „კალაშნიკოვიდან“ ცეცხლი გახსნა

სროლა თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე დაახლოებით 17:30 საათზე მოხდა. უცნობმა მამაკაცმა ტექმომსახურების სადგურის თანამშრომელს „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან ესროლა. დაჭრილი ხიჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ყოფითი ჩხუბი გახდა. ქართული მედიის ცნობით, მამაკაცმა სროლა ატეხა მას შემდეგ, რაც ტექსადგურის თანამშრომელმა მას რიგში დადგომა მოსთხოვა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია რამდენიმე დაჭრილის შესახებ, რომელიც შსს-ს პრესსამსახურმა უარყო. დაკავებულია თუ არა დამნაშავე, ჯერ უცნობია. სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე პუნქტითაა აღძრული — „განზრახ მკვლელობა“ და „ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ  შეძენა, ტარება,  შენახვა,  გადატანა“, რაც თავისუფლების აღკვეთით ისჯება შვიდიდან 15 წლამდე. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0