უცნობმა პირმა თბილისის ცენტრში „კალაშნიკოვიდან“ ცეცხლი გახსნა

გამოწერა
მედიის ინფორმაციით, ცეცხლი მამაკაცმა გახსნა, რომელსაც ტექდათვალიერების თანამშრომელმა რიგში ჩადგომა მოსთხოვა.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სროლის ხმა რამდენიმე წუთის წინ გაისმა ყიფშიძის ქუჩაზე, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შსს-მ თბილისის ცენტრში მომხდრი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

უცნობმა მამაკაცმა „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატიდან გახსნა ცეცხლი. არიან დაჭრილები, რომელთა რაოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მედიის ინფორმაციით, ყველა მათგანი ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაჭრილი ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების სადგურის თანამშრომელია, რომელსაც ექიმები ამ დროისათვის ოპერაციას უკეთებენ.

როგორც ირკვევა, ტექდათვალიერების სადგურის თანამშრომელმა ერთ-ერთ მძღოლს რიგში ჩადგომა მოსთხოვა, რასაც ჯერ შელაპარაკება, შემდეგ კი სროლა მოჰყვა.

შსს-ის პრესსამსახურს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0