„წინანდლის პრემია“ განაცხადების მიღებას 5 სექტემბერს დაიწყებს

© FB/ Tsinandaliწინანდალი
წინანდალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეულ ნომინაციაში სამ პრიზიორს გადაეცემა სპციალური სიგელები, ხოლო გამარჯვებულები დიპლომებით, პრიზებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. კონკურსი „წინანდლის პრემია 2016“, რომლის მიზანიცაა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედებითი მოღვაწეების პოპულსრიზაცია, წახალისება და მხარდაჭერა, განაცხადების მიღებას 5 სექტემბერს დაიწყებს და 15 ოქტომბერს დაასრულებს.

ოსკარის პრემია - Sputnik საქართველო
რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“ „ოსკარის“ ნომინაციაზეა წარდგენილი

რიგით მეექვსე პრემიის მოპოვება კანდიდატებს შეეძლებათ შემდეგ ნომინაციებში:

•    თეატრალური ხელოვნება

•    კინოხელოვნება

•    მხატვრული ლიტერატურა (პროზა)

•    მხატვრული ლიტერატურა (პოეზია)

•    მუსიკა

•    ჰუმანიტარული მეცნიერებები

•    სახვითი ხელოვნება

•    საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

თითოეულ ნომინაციაში სამ პრიზიორს გადაეცემა სპციალური სიგელები, ხოლო გამარჯვებულები დიპლომებით, პრიზებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან.

განაცხადების შეტანის თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

შეხვედრა პეპი ბოჭორიშვილთან - Sputnik საქართველო
კანადაში მცხოვრები რუსულენოვანი ქართველი მწერალი, რომელსაც „რუსკაია პრემია“ მიენიჭა

ცნობისათვის: პრემიის დაარსების იდეა 1998 წელს წამოიჭრა წინანდალში ახალგაზრდა მხატვრების სემინარზე, რაც 1999 წელს განხორციელდა კიდეც.

დაჯილდოების პირველი ცერემონია იმავე წელს გაიმართა „თეატრალურ სარდაფში“ პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას პატრონაჟობით.

„წინანდლის პრემია“ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აღადგინა 2014 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით. პროექტი სწორედ მისი და ზურაბ ჟვანიას ფონდის პატრონაჟობით ხორციელდება.

პრემიის ლაურეატები არიან: პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, მწერალი ლაშა ბუღაძე, მსახიობი ნინო კასრაძე, მომღერალი ნატო მეტონიძე და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0