„სოკარი“ საქართველოს სოფლების გაზიფიცირებას განაგრძობს

© Минэнерго Грузииკახა კალაძე და როვგან აბდულაევი
კახა კალაძე და როვგან აბდულაევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სოკარის“ პრეზიდენტი დაინტერესდა ქვემო ქართლში არსებული ვითარებითაც გაზიფიცირების კუთხით, სადაც კომპაქტურად სახლობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. „სოკარმა“ საქართველოში ახალი გაზგამანაწილებელი ქსელი გახსნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „ტრენდზე“ დაყრდნობით.

გაზის კოშკურა - Sputnik საქართველო
„სოკარი“ საქართველოს გაზის მოცულობას გაუზრდის და ფასებს შეამცირებს

2009 წლიდან დღემდე აზერბაიჯანულმა კომპანია „სოკარმა“ სულ 5,36 ათასი კმ სიგრძის გაზგამანაწილებელი ქსელი ააშენა და დაახლოებით 21 ათასი აბონენტი უზრუნველყო ბუნებრივი აირით. 2016 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 1,6 ათასი კმ გაზგამყვანის აშენება და 40 ათასი აბონენტის გაზიფიცირება.

„საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა და სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მაირ მამედოვმა სოფელ კირიხლოში საზეიმოდ გახსნეს ახალი გაზგამანაწილებელი ქსელი“, — ნათქვამია „სოკარის“ პრესსამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სოკარის“ პრეზიდენტი დაინტერესდა ქვემო ქართლში არსებული ვითარებითაც გაზიფიცირების კუთხით, სადაც კომპაქტურად სახლობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები.

ყველა ახალი ამბავი
0