თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იანვარში ეწვევა, ამის შესახებ ავსტრიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
საქართველოს საგარეო მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრა პოსტდამში შედგა, სადაც ეუთო-ს არაფორმალური მინისტერიალი გაიმართა. მინისტრებმა ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, აღინიშნა ორგანიზაციის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყების პრეს-სამსახურში.
ავსტრიელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა ამ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.