საყოველთაო ნათლობისთვის ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო

© FB/ Ираклий Гарибашвилиილია მეორე ნათლულთან ერთად
ილია მეორე ნათლულთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
2008 წლიდან საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებელი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 45-ე საყოველთაო ნათლობისათვის რეგისტრაცია იწყება, რომელთა ნათლიაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იქნება.

ნათლობის ცერემონია - Sputnik საქართველო
იწყება წიგნების „პატრიარქის ნათლულები“ და „ილია მეორე“ გაყიდვა

საქართველოს საპატრიარქოში მშობლებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 7-11  სექტემბრის პერიოდში 12:00-დან 16:00 საათამდე, ნათქვამია  „პატრიარქის ნათლულების“ ფეისბუქის გვერდზე.

მშობლებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ჯვრისწერისა და  ქორწინების რეგისტრაციის მოწმობის, ბავშვების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები, მოსანათლი ბავშვის ორი ფოტო (ფოტო с დისკით) და ოჯახის ერთი ფოტო (с დისკით).

აქართველოში ბავშვების მასობრივი ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.  ამ დღიდან მოყოლებული კათოლიკოს-პატრიარქი იმ ოჯახების მესამე და მომდევნო ბავშვებს ნათლავს, რომელთა მშობლებმაც ჯვარი ეკლესიაში დაიწერეს.

ამ ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ დროისთვის კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლული 29 ათას 53 ბავშვია.







 

ყველა ახალი ამბავი
0