იწყება წიგნების „პატრიარქის ნათლულები“ და „ილია მეორე“ გაყიდვა

გამოწერა
წიგნში, გარდა პატრიარქის ნათლულების გვარ–სახელებისა და დაბადების თარიღებისა, შესულია ილია მეორის ქადაგებები და ლოცვანი, რომლებიც ოჯახის სიწმინდესა და ღირებულებებს ეხება.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოში 30 ივნისს იწყება გაყიდვა წიგნი–ალბომებისა „პატრიარქის ნათლულები“ და „ილია მორე“.

ალბომები შექმნილია სპეციალურად ამ გამოცემებისთვის დაწერილი უნიკალური ხელნაწერი შრიფტითა და ანბანის სრულიად ახალი მხატვრული დამწერლობით. მათში, გარდა პატრიარქის ნათლულების გვარ–სახელებისა და დაბადების თარიღებისა, შესულია ილია მეორის ქადაგებები და ლოცვანი, რომლებიც ოჯახის სიწმიდესა და ღირებულებებს ეხება.

წიგნი–ალბომები ილუსტრირებულია 2008–2016 წლებში შეკრებილი ფოტომასალით.

„ეს უნიკალური და ულამაზესი წიგნი – ალბომები, ყველა ოჯახისთვის საგანძურია. გამოცემები გაუძლებს დროს და ოჯახებსა და თაობებში დარჩება, როგორც დასტური იმ დიდი მადლისა, რაც განგებამ არგუნა თქვენს პატარებს – ყოფილიყვნენ ჩვენი დროის უდიდესი ადამიანის უწმინდესისა და უნეტერასის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ნათლულნი“, — ნათქვამია გამომცემლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წიგნი–ალბომების ტირაჟი შეზღუდულია.

ამჟამად პატრიარქის ნათლულთა სიაში 28 ათასი პატარა შედის.

ყველა ახალი ამბავი
0