საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკრებულოს დეპუტატის დაჯარიმებას მოითხოვს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატს მმართველი ფრაქციიდან წინასაარჩევნო პერიოდის წესების დარღვევა ბრალდება.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკრებულოს დეპუტატის (მმართველი ფრაქციიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“) რიმა ბერაძის 4 ათასი ლარით დაჯარიმებას მოითხოვს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აზრით, ბერაძის ინიციატივით, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში 40-მა პედაგოგმა სამედიცინო კვლევა ჩაიტარა, რაც კანონს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, უწყების გადაწყვეტილებით, ანალოგიური ჯარიმა ასევე უნდა გადაიხადოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც დეპუტატს პროექტის განხორციელებაში დაეხმარა.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა

„რიმა ბერაძის მიერ პედაგოგების უფასო გამოკვლევების შესახებ ჩატარებულ ღონისძიებაზე დადგინდა დარღვევა, რადგანაც ღონისძიება გამოყენებულ იქნა პოლიტიკური პარტიის წევრის სასარგებლოდ. შესაბამისად, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მივმართავთ“, — განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ.

მტკიცებულებების სახით, აუდიტის სამსახური სასამართლოში წარადგენს ბერაძის საჯარო განცხადებებს, ასევე მედიასაშუალებებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას. თვითონ ბერაძე მიიჩნევს, რომ მას კანონი არ დაურღვევია.

„დაველოდები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. მე მჯერა კანონის უზენაესობის, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს… მას შემდეგ, რაც პედაგოგებმა მომმართეს, განცხადება ორგანიზაციაში გავაგზავნე.  აუდიტის სამსახურმა საკითხი დეტალურად 27 მარტს შეისწავლა. და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 27 მარტს წინასაარჩევნო პერიოდი არ ყოფილა“, — განუცხადა ბერაძემ ჟურნალისტებს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0