ლევილის მამულს საქართველოს სექტემბრის ბოლოს გადასცემენ

© courtesy of Giorgi Margvelashviliლევილი
ლევილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე ცნობილია, რომ ლევილის მამულში ქართველი მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის სამეცნიერო-კულტურული ცენტრი გაიხსნება.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. პარიზის გარეუბანში მდებარე ლევილის მამულს საქართველოს სექტემბრის ბოლოს გადასცემენ, იუწყება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს-სამსახური.

პარიზში 1 სექტემბერს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ შესაბამის ნოტარიულ აქტზე ხელმოწერის ცერემონია სექტემბრის ბოლოს ლევილის მამულში გაიმართება.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
ლევილის მამულში ქართულ–ფრანგული კულტურის დღე აღნიშნეს

უფრო ადრე ქართულმა მხარემ ლევილის სამეურვეო საბჭოს შესთავაზა, რომ მამულის გადმოცემა ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლისთავისთვის მიეძღვნათ, თუმცა მამულის გადმოცემის ცერემონია გადაიდო.

1 სექტემბერს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, ხოლო ფრანგული მხრიდან — ამხანაგობა „ქართული კერის“ წარმომადგენლები ირენ ციციშვილი, ეთერ ფაღავა, ელისო ტარასაშვილი, მამულის მემკვიდრეთა ოჯახების წევრები.

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა 2011 წელს გადაწყდა. უკვე ცნობილია, რომ იქ ქართველი მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის სამეცნიერო-კულტურული ცენტრი გაიხსნება.

საქართველომ ლევილის მამული 1920-იან წლებში შეიძინა, მას შემდეგ, რაც საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ გასაბჭოების გამო საქართველო დატოვა და საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0