ლევილის მამულში ქართულ–ფრანგული კულტურის დღე აღნიშნეს

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, რომელიც საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე–დელონი და ლევილის მერი ერიკ ბრევი, ასევე საფრანგეთში მცხოვრები თანამემამულეები.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. პარიზის გარეუბანში, ლევილის მამულში ქართულ–ფრანგული კულტურის დღე გაიმართა, იუწყება  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს–სამსახური იუწყება.

ქართულ–ფრანგული კულტურის დღეები 13 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ლევილის მერია და ამხანაგობა „ქართული კერა“. 

სტუმრების წინაშე საფრანგეთში არსებული ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის –  „ლაზის“ წევრები  წარსდგნენ.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, რომელიც საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე–დელონი და ლევილის მერი ერიკ ბრევი, ასევე საფრანგეთში მცხოვრები თანამემამულეები.

საქართველოს მთავრობამ ლევილის მამული გასული წლის 20–იან წლებში მას შემდეგ შეიძინა, რაც 1921 წლის მარტში, ქვეყნის გასაბჭოების გამო, მენშევიკურმა მთავრობამ საქართველო დატოვა და საფრანგეთს მიაშურა. მამულის ტერიტორიაზე ქართული სასაფლაო ლევილ–სიურ–ორჟია განთავსებული, სადაც ასობით ქართველი ემიგრანტი განისვენებს.  

ლევილის მეურვეთა საბჭომ – პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლებმა, 2004 წელს ლევილის მამულის საქართველოს საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს. 2011 წლის მარტში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოსთვის შატო ლევილის გადაცემის შესახებ. 


ყველა ახალი ამბავი
0