თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ხობის 64- ე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატი ირაკლი ბერაია დღეს, ოფიციალურად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად ხობში წარადგინა.
„მე ნამდვილად მშურს, ქალაქ ხობის თითოეული მოქალაქის, ვინაიდან მათ ეყოლებათ ასეთი ადამიანი საქართველოს პარლამენტში. მე ირაკლის ვიცნობ თითქმის ათი წელია, იგი მუშაობდა საბანკო სექტროში და ყოველთვის ძალიან გამორჩული თანამშრომელი იყო, ყოველთვის იყო ლიდერი იქ სადაც მუშაობდა და იყო ყოველთვის შეუცვლელი იმ ადგილას, სადაც მუშაობდა.ის გახლავთ ძალიან გულისხმიერი ადამიანი და გულისხმიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჟორიტარი დეპუტატისთვის, ამიტომ მინდა წარმატება ვუსურვო მას",- განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას, რომელიც მანამდე იყო წარდგენილი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, პრემიერის განცხადებით, იგი კვალავ გუნდის წევრად რჩება.
„მან ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან იგი საკმაოდ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, და ვინაიდან ეს უკავშირდება სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის ჩართულობას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, თავი შეეკავებინა მაჟორიტარული არჩევნებისგან. რა თქმა უნდა, იგი რჩება ჩვენი გუნდის მხარდამჭერად და მისი აქ ყოფნაც ამის დასტურია. ეს იყო მისი ღირსეული გადაწყვეტილება უმაღლესი ეთიკური ნორმებით ნაკარნახევი და მინდა მას წარმატება ვუსურვო", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სოფიო კაკაჩია