საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი „რეიმსში“ რჩება

© ФФГჯაბა კანკავა
ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფეხბურთო კლუბმა საფრანგეთის პირველი ლიგა დატოვა და ამ სეზონზე უკვე მეორე ლიგაში გამოვა.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა „რეიმსში“ რჩება. ასეთი განცხადება კლუბის პრეზიდენტმა ჟან-პიერ კეიომ გუნდის ოფიციალური ვებგვერდისთვის გააკეთა.

კანკავა „რეიმსში“ გასულ სეზონზე გადავიდა და მალევე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. გასულ წელს ის მოედანზე 28 მატჩში გავიდა, თავი გამოიჩინა ერთი შედეგიანი გადაცემით და 11 ყვითელი ბარათით.

„კანკავასთან დაკავშირებით ტრანსფერულ ფანჯარაში ღირსეული წინადადება არ მიგვიღია, ამიტომ ის გუნდში რჩება. ჯაბა ნამდვილი პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, წარმატების მისაღწევად, ყველაფერს გააკეთეს, რაც მასზეა დამოკიდებული“, — აღნიშნა კეიომ.

ვაკო ყაზაიშვილი - Sputnik საქართველო
ყაზაიშვილი „ლეგიაში“ გადავიდა

საფრანგეთის ჩემპიონატის შედეგებით, „რეიმსმა“ პირველ ლიგაში ვერ შეინარჩუნა ადგილი და უმაღლესი დივიზიონი დატოვა. ამჟამინდელი სეზონის პირველი ხუთი ტურის შემდეგ მეორე ლიგაში მას მეხუთე ადგილი უკავია.

პრესაში არაერთხელ გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ ქართველი ფეხბურთელით ფრანგული „ნიცა“ და ესპანური „მალაგა“ დაინტერესდნენ, მაგრამ არცერთი ტრანსფერი არ შედგა.

ამჟამად კანკავას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები აქვს, რის გამოც ის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე საქართველოსა და ავსტრიას შორის არ გამოიძახეს. მატჩი თბილისში 5 სექტემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0