თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და კორპორაცია CEFC China Energy Company Ltd-ი სავაჭრო-საინვესტიციო სფეროში ითანამშრომლებენ — შესაბამისი მემორანდუმი თბილისში გაფორმდა, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
დოკუმენტის მიზანია მხარეებს შორის საინვესტიციო პროექტების განხილვა, CEFC-ის მიერ საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტების მონიტორინგი და ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვა.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, უძრავი ქონება, საბანკო-საფინანსო სექტორი და კომუნიკაციები.
CEFC China-ის ხელმძღვანელთან პირველი შეხვედრა შანხაიში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. ვიზიტის დროს ჩინურმა მხარემ დაადასტურა, რომ საქართველოში კორპორაციის რეგიონალური ოფისის გახსნას გეგმავს.
„ოფისის მეშვეობით CEFC China-ის კოორდინირებას გაუწევს მოღვაწეობას არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. პირდაპირ საქართველოში ჩინური კორპორაცია დაინტერესებულია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ინვესტიციების ჩადებით“, — აცხადებენ სამინისტროში.
CEFC China Energy-ი ერთ-ერთი მსხვილი ჩინური კორპორაციაა, რომელიც Fortune Global-ის ლისტინგში შედის და რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს 500 კორპორაციას აერთიანებს.