თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში, ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, ზღვის სანაპიროზე. 36 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია. მამაკაცი დღეს, დილით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში უამინდობის გამო ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად გაუჩინარდა.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საქართველოს სსკ-ის მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.
რაც შეეხება უამინდობას, გუშინ ზღვაზე დაწყებულმა შტორმმა დღეს 4-5 ბალს მიაღწია. გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შტორმი ხვალ დილიდან თანდათან ჩადგება, მაგრამ ზღვა კვლავ იღელვებს.