ზღვისპირეთში ხუთბალიანი შტორმია

გამოწერა
უამინდობის გამო ბათუმის ქუჩები დატბორილია. პროგნოზის თანახმად, შტორმი ხვალ, დილით უნდა ჩადგეს.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა, ხოლო შტორმი ზღვისპირეთში 4-5 ბალს აღწევს.

შტორმი დღესაც შენარჩუნდება და ხვალ, 2 სექტემბერს თანდათან ჩაცხრება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.

ბათუმში სპეციალური სამსახურები მუშაობენ. ისინი ქალაქის ქუჩებს აწესრიგებენ, განაცხადეს ქალაქის მერიაში.

უამინდობამ პრობლემები შექმნა დაბა ჩაქვში. დუმბაძის ქუჩაზე ექვსი ოჯახის სახლები დაიტბორა, ხოლო დილით ბათუმი-ქობულეთი-ჩაქვის გზის მონაკვეთზე ადიდებული მდინარე გადმოვიდა და ცენტრალური გზა დატბორა.

გზაზე შეზღუდვა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან სამაშველო ბრიგადამ პრობლემის აღმოფხვრა მალევე შეძლო. ამის შემდეგ სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა, განაცხადეს ჩაქვის გამგეობაში.

ყველა ახალი ამბავი
0