ბურჯანაძე: პუტინი დიდი პოლიტიკოსია

© photo: Sputnik / Алексей Панов / გადასვლა მედიაბანკშიბურჯანაძე-პუტინის-შეხვედრა
ბურჯანაძე-პუტინის-შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა პოლიტიკოსებმა თავისი რუსი კოლეგები უნდა დაარწმუნონ, რომ საქართველო რუსეთის მტერი არ არის, თვლის „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დიდი პოლიტიკოსი უწოდა, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქართველო რუსეთთან რაციონალურ დიალოგს აწარმოებს

„პუტინი არ არის საქართველოს მტერი, პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები არ არიან და არც არავის მეგობრები არ არიან. პოლიტიკოსები მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი, საქართველოს ამოცანაა, რომ პუტინი არ იყოს იძულებული, რომ საქართველოს მოექცეს, როგორც მტერს“, — განაცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ჩვენი ამოცანაა, რუსეთი დავარწმუნოთ, რომ საქართველო რუსეთის მტერი არ არის, აღნიშნა პოლიტიკოსმა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საპასუხოდ გაწყვიტა. ახალი ხელისუფლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ასახელებდა.

ყველა ახალი ამბავი
0