ბათუმში „ჩარჩენილი“ ყაზახი ტურისტები შინ დღეს დაბრუნდებიან

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაპირველად ბათუმის აეროპორტიდან გაფრენას 140 ტურისტი ვერ ახერხებდა, თუმცა, რეისების გადადებასთან ერთად, მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა. ამჟამად ბათუმში 90 ტურისტია დარჩენილი, რომლებიც ალმათში დღეს, საღამოს დაბრუნდებიან.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ყაზახი ტურისტები, რომლებიც იძულებული იყვნენ, ავიაგადამზიდ SkyBus-თან დაკავშირებული პრობლემის გამო ბათუმში დაყოვნებულიყვნენ, დღეს, საღამოს გაფრინდებიან, განუცხადა Sputnik-ს ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ბელობოროდოვმა.

რეისის დაგვიანებას საფუძვლად ის ფაქტი დაედო, რომ ბათუმიდან გაფრენის თარიღი ბორტზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების თარიღს დაემთხვა. თავდაპირველად ბათუმის აეროპორტიდან გაფრენას 140 ტურისტი ვერ ახერხებდა, თუმცა, რეისების გადადებასთან ერთად, მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა.

სოფელი უშგული - Sputnik საქართველო
საქართველოში დაკარგული ყაზახეთის მოქალაქის მეგობრები მის მოსაძებნად ფულს აგროვებენ

„გასულ დღე-ღამეში ბათუმიდან დაახლოებით 200 ადამიანი გავიყვანეთ. დაახლოებით ოთხნახევარ საათში ბათუმში დაეშვება თვითმფრინავი, აიყვანს მათ და შინ წაიყვანს“, — განაცხადა ბელობოროდოვმა.

ავიაკომპანიამ ბათუმში ჩარჩენილები საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყო, მათთან მუდმივად მუშაობს ავიაკომპანიის წარმომადგენელი. გარდა ამისა, SkyBus-ი მზადაა გადაუხადოს პირგასამტეხლო ტურისტებს, რომლებიც იძულებული გახდნენ, შვებულება გაეხანგრძლივებინათ.

„ვფიქრობ, როცა ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან, ვინმე დაწერს განცხადებას, საჩივარს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას კანონმდებლობის შესაბამისად განვიხილავთ“, — აღნიშნა ბელობოროდოვმა.

ბათუმი ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. გასულ წელს აჭარას 3129 ყაზახი ტურისტი ეწვია, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე 3,5%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0