საქართველოში დაკარგული ყაზახეთის მოქალაქის მეგობრები მის მოსაძებნად ფულს აგროვებენ

© photo: Sputnik / Леван Авлабрели / გადასვლა მედიაბანკშისოფელი უშგული
სოფელი უშგული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ სამართალდამცველებს არ შეუწყვეტიათ სერგეი ტროფიმოვის ძებნა, თუმცა მისმა მეგობრებმა ალპინისტების ჯგუფის დაქირავება გადაწყვიტეს.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოში დაკარგული ყაზახეთის მოქალაქის სერგეი ტროფიმოვის მეგობრებმა ფულის შეგროვება დაიწყეს ალპინისტთა ჯგუფის დასაქირავებლად, რომლებიც მათი მეგობრის ძებნაში ჩაერთვებიან. 

ტროფიმოვთან კავშირი 23 ივლისს გაწყდა. ბოლოს იგი სვანეთში, სოფელ უშგულში ნახეს, სადაც მან თავისი ზურგჩანთა ადგილობრივ მცხოვრებლებთან დატოვა. 

საქართველოს შსს-ში განაცხადეს, რომ ძებნის ოპერაცია 2 აგვისტოდან განუწყვეტლივ მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად შემოვიდა განაცხადი ადამიანის გაუჩინარებაზე. გარდა ამისა აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის“ მუხლით.

ნურსულთან ნაზარბაევი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთებში დაკარგული ყაზახის მეგობარი დახმარებას ნაზარბაევისგან ელოდება

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს საგანგებო სიტუაციათა სამსახური აქტიური ძებნით მხოლოდ სამი დღე იყო დაკავებული… ეტაპობრივად ჩვენ ვნახეთ საინიციატივო ჯგუფი თბილისში. ამ ალპინისტებს უკვე აქვთ ძებნის გამოცდილება. ეს არის ოთხკაციანი ჯგუფი საქართველოს საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის ხელმძღვანელობით. დეტალები და სახელები ჯერ არ ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ ეს მომსახურება ფასიანია. ძებნის ხუთი დღე 3000 აშშ დოლარი ჯდება“, — დაწერა ტროფიმოვის მეგობარმა ანუარ დუისენბინოვმა სოციალური ქსელი Facebook-ის თავის გვერდზე. 

ძებნის დაწყებიდან რვა დღის შემდეგ დუისენბინოვმა განაცხადა, რომ მასთან და მის მეგობრებთან რამდენიმე სატელეფონო ზარი გაისმა უცნობებისგან, რომლებიც ტროფიმოვის გათავისუფლებისთვის 50 ათასი რუბლის გადახდას ითხოვდნენ. 

ამასთან დაკავშირებით დუისენბინოვმა ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევსა და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილით მიმართა, სადაც შველას ითხოვდა. მალე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ანუარ ჟაინაკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი უწყების განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არის. 

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტროფიმოვმა საქართველოს საზღვარი 6 ივლისს ვლადიკავკაზის მხრიდან გადმოკვეთა. ცნობილია, რომ იგი სამოგზაუროდ ე.წ. ავტოსტოპით წავიდა. ტროფიმოვი რამდენიმე ქალაქს ეწვია შემდეგ კი მთებში დაიკარგა. 

ყველა ახალი ამბავი
0