საქართველოში მასწავლებლებს კარიერულ ზრდაში დაეხმარებიან

გამოწერა
ახალი მოდელის წყალობით, რომელზეც საქართველოს განათლების სამინისტრო მუშაობს, გაჩნდება ახალი კომპონენტები, რომლებიც პედაგოგის პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ მოდელზე მუშაობს, რომელიც პედაგოგებს საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი მოდელი მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული სქემის ცვლილებებს ითვალისწინებს. მაგალითად, თუ პედაგოგი სკოლის სოციალურ აქტივობებში ძლიერი და წარმატებულია, მაშინ მას შეუძლია, ეს სქემაში მიუთითოს, რაც მის კარიერულ ზრდაში დადებითად აისახება.

პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დანერგვით განათლების სამინისტროს პედაგოგების იმიჯის ამაღლება სურს. მოდელის შემუშავებაზე, რომელიც უკვე შემოდგომიდან დაინერგება, არა მხოლოდ ექსპერტები, არამედ თვითონ პედაგოგებიც მუშაობენ.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრი: ჩვენი პედაგოგები ყველაზე კარგი ხალხია

სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ ახალი მოდელის წყალობით საქართველოში თითოეულ პედაგოგს კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ექნება.

გარდა ამისა, მომავალში პედაგოგებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების გაუმჯობესება და სრულყოფაა დაგეგმილი. უწყებაში მიიჩნევენ, რომ პედაგოგებისთვის გადატვირთული პროგრამები მიზანშეუწონელია, უფრო მეტიც, ის არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს არც მათ და არც მოსწავლეების შედეგებზე.

ამჟამად მასწავლებლების პროფესიული ზრდის სქემა სკოლის პედაგოგებს ოთხ კატეგორიად ჰყოფს: პირველ საფეხურზე პრაქტიკანტი პედაგოგები არიან, მეორეზე — უფროსი მასწავლებლები, მესამეზე — წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.

ყველა ახალი ამბავი
0