თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს პედაგოგები ყველაზე ნათლად მოაზროვნე და გულანთებული ადამიანები არიან და საქართველოს მთავრობა ვალდებულია ისინი სათანადო დონეზე დააფასოს, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრმა კახეთის რეგიონის 400-მდე პედაგოგთან და დირექტორთან გამართა შეხვედრა, რომელთან განათლების სისტემაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მათ კითხვებსაც გასცა პასუხი.
ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ ჩვენი მასწავლებლები ყველაზე კარგი ხალხია, ყველაზე გულანთებული, ყველაზე საღად მოაზროვნე, აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ სწორად გააზრებული და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მათ ხელი შევუწყოთ როგორც ეკადრებათ და როგორც ეკუთვით. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ" — აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საქართველოს განათლების მინისტრი ქვეყნის მასშტაბით სკოლის პედაგოგებთან და დირექტორებთან შეხვედრების ციკლს აგრძელებს.