რესტორანი, სადაც 180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა, დროებით დაიხურა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმეგრული ხაჭაპური თბილისის ერთ-ერთ რესტორანში
მეგრული ხაჭაპური თბილისის ერთ-ერთ რესტორანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რესტორნის მეპატრონე დაჯარიმდა, რესტორანი კი საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნამდე მუშაობას ვერ გააგრძელებს.

თბილისი, 30 აგვისტო— Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში იმ რესტორნის საწარმოო პროცესი შეაჩერა, სადაც მასობრივი მოწამვლა მოხდა, აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

180-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30 ბავშვი, მოიწამლა ქორწილში მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში.

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
მარნეულში ქორწილში 180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

რესტორანი სამირ კარაჯაევს ეკუთვნის. რესტორნის შემოწმებისას გამოვლინდა დარღვევები, რის გამოც კარაჯაევი დაჯარიმდა, რესტორანს კი საწარმოო პროცესი შეუჩერდა. 

სააგენტოს სპეციალისტები რესტორანში გამოყენებული პროდუქტების კვლევას ატარებენ.

ამჟამად მოწამლულების მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობის კურსს უმრავლესობა სახლში გადის.


ყველა ახალი ამბავი
0