თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. მარნეულის რაიონში გამართულ ქორწილში 180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. მათ შორის დაახლოებით 30 ბავშვია, იუწყებიან სამშაბათს ქართული საინფორმაციო საშუალებები.
„მასობრივი ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი პროდუქტები ან სასმელია. მოწამლული მოქალაქეები ადგილობრივ საავადმყოფოსა და თბილისის კლინიკებში მიიყვანეს დიაგნოზით „მწვავე ნაწლავური ინტოქსიკაცია“, — იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ნაწილი უკვე გაეწერა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.