საქართველოში „ბიზნესის სახლი“ შეიქმნება

© Сайт Георгия Квирикашвилиშეხვედრა ბიზნესმენებთან
შეხვედრა ბიზნესმენებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა ბიზნესმენებს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა წარუდგინა.

თბილისი, 30 აგვისტო— Sputnik. ერთიანი "ბიზნეს სახლის" გეგმის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში ჩატარდება-საქართველოს მთავრობა მართვის რეფორმის განხორციელებას აპირებს, რომელიც ერთიანი სახელმწიფო სერვისის შექმნას ითვალისწინებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერმა ბიზნესმენებს საქართველოს მთავრობის რეფირმების გეგმა წარუდგინა. მთავრობის პროგრამა ითვალისწინებს: ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი რეფორმებს; განათლების რეფორმას, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული; რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და მმართელობის რეფორმას, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურიბასა და გამჭვირვალობას უზრუნველჰყოფს.

„ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება ერთიანი "ბიზნეს სახლის" გეგმის პრეზენტაცია, სადაც გაერთიანდება სხვადასხვა სამინისტროების მომსახურების სერვისები. ეს ერთი ფანჯრის პრინციპი იქნება. ასევე, ჩვენ გავაკეთეთ საინვესტიციო საბჭო და კარგი იქნება, თუ მცირე ბიზნესის ერთი წარმომადგენელი მაინც იქნება ჩართული ამ საბჭოს მუშაობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური სიურპრიზები," — განაცხადა პრემიერმა.

სამთავრობო ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი მზადაა, სტუდენტებთან რეფორმების საკითხზე ითანამშრომლოს

კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ  მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას შეუძლია, მოიტანოს ძალიან სერიოზული თვისობრივი ცვლილება ქვეყნის განვითარებაში. 

„ ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების პროგრამა“,- განაცხადა პრემიერმა. 

მისი სიტყვებით, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 1 იანვრიდან ინვესტიციებზე მიმართული საწარმოთა მოგების ნაწილი, გადასახადისაგან გათავისუფლდება. ამ პაკეტის თანახმად, ასევე ანგარიშების დაყადაღება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აღარ იქნება შესაძლებელი. ესეც მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, აღნიშნა პრემიერმა.

„ჩვენ ვმუშაობთ დამატებით ცვლილებებზე, მათ შორის, კომპანიების შემოწმების ვადის რეგლამენტირებაზე და ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებაზე", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0