თბილისის თასზე საერთაშორისო ღია ტურნირი „რა? სად? როდის?“ პირველად გაიმართება

© photo: Sputnik„რა? სად? როდის?“
„რა? სად? როდის?“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს 25 გუნდი წარმოადგენს, სულ თამაშში 14 ქვეყნის 400-ზე მეტი ინტელექტუალი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოში პირველად ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ თბილისის თასზე პირველი საერთაშორისო ღია ტურნირი 2-4 სექტემბერს გაიმართება.

როგორც კლუბში „რა? სად? როდის?“ აცხადებენ, უძლიერესის წოდებისთვის 14 ქვეყნის 400-ზე მეტი ინტელექტუალი იბრძოლებს. წარმოდგენილი იქნებიან გუნდები ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ლატვიიდან, მოლდოვიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

თბილისის თასზე საერთაშორისო ღია ჩემპიონატის გამართვის იდეა კლუბში „რა? სად? როდის?“ მე-13 მსოფლიო ჩემპიონატის თბილისში წარმატებით ჩატარების, ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზების, საზოგადოების რეზონანსისა და უცხოელი მონაწილეების მაღალი შეფასებების შემდეგ გაჩნდა.

მსოფლიო ჩმეპიონატი თამაშში რა? სად? როდის? - Sputnik საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატი თამაშში „რა? სად? როდის?“ თბილისში გაიმართა

საქართველოს სახელს ფესტივალზე 25 გუნდი დაიცავს თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან და სხვა ქალაქებიდან. მათ შორის არიან გუნდები დავით რაფავას, გიორგი ბაქრაძის, ბესიკ ბუთურიშვილის, დავით სიჭინავას, ალექსანდრე თარხან-მოურავისა და სხვათა ხელმძღვანელობით.

დავით რაფავას გუნდი პირველ ნომრად არის განთესილი და ტურნირის ოფიციალური ფავორიტია.

თასის გამარჯვებული მსოფლიოს მე-14 ჩემპიონატის საგზურს მიიღებს, რომელიც სომხეთში, ცახკაძორში 2016 წლის 11-13 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიების ყველა გუნდი საჩუქრად მიიღებს წიგნს ქართული სამზარეულოს შესახებ, ასევე ქართულ ღვინოსა და კონიაკს.

ღია თასის თამაშები თბილისის მერის დავით ნარმანიასა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.

თავად „რა? სად? როდის?“ ტურნირის გარდა ღონისძიების პროგრამაშია ინტელექტუალური თამაშები Jeopardy! და „ხამსა“.

ამას გარდა, 4 სექტემბერს საერთაშორისო ტურნირს „ბრეინ-რინგში“ სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანის მუზეუმი უმასპინძლებს.

ყველა ახალი ამბავი
0