მსოფლიო ჩემპიონატი თამაშში „რა? სად? როდის?“ თბილისში გაიმართა
მსოფლიო ჩემპიონატი თამაშში „რა? სად? როდის?“ თბილისში გაიმართა
Sputnik საქართველო
მსოფლიოს XIII ჩემპიონატი თამაშის „რა? სად? როდის?“ სპორტულ ვერსიაში, რომელიც 13–14 ნოემბერს შედგა, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა... 16.11.2015-ს, Sputnik საქართველო
მსოფლიოს XIII ჩემპიონატი თამაშის „რა? სად? როდის?“ სპორტულ ვერსიაში, რომელიც 13–14 ნოემბერს შედგა, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. პირველად მსოფლიო პირველობაში ერთდროულად 24 ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ. თითო ქვეყნის წარმოდგენა ერთდროულად რამდენიმე გუნდს შეეძლო. ფინალში სამი რუსული გუნდი გავიდა, ხოლო პირველი ადგილი კლუბ "Рабочее название"–ს (სანკტ–პეტერბურგი) ინტელექტუალებმა დაიკავეს.
შეჯიბრის მონაწილეებით შეივსო დიდი დარბაზი. მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონატი თამაშიროს "რა? სად? როდის?" სპორტულ ვერსიაში ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა.
გამარჯვებული გუნდის "Рабочее название" ინტელექტუალმა ალექსანდრ ლიბერმა საქართველოს სტუმართმოყვარეობისათვის მადლობა გადაუხადა და ჩემპიონატის მაღალი დონე აღნიშნა.
როგორც "რა? სად? როდის?" კლუბების საერთაშორისო ასოციაციების პრეზიდენტმა ანდრეი კოსლოვმა განაცხადა, "თბილისმა რეკორდული რაოდენობის ქვეყნების რეკორდული რაოდენობის გუნდები შეკრიბა". მან ასევე აღნიშნა ჩემპიონატის ორგანიზების მაღალი დონე.
გამარჯვების გარეშე არ დარჩენილად არც ქართველი ინტელექტუალები. ტეხასური პოკერის ტურნირში გამარჯვება მოიპოვა დიმიტრი ქიტოშვილმა ("მესამე გზა"), რომელმაც ფინალურ თამაშში ილია ბერა ("Tenzor Consulting") დაამარცხა.
მცირე ფინალში გამარჯვება მოიპოვა მაქსიმ პოტაშევის გუნდმა ("Афина", რუსეთი), რომელმაც "ორმხრივ სროლაში" გაიმარჯვა იური კორჩემკინის ("Кузинатра", აშშ) გუნდზე. სწორედ ამით მოიპოვა მან უფლება შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისა.