თბილისი, 29 აგვისტო— Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა — ამის შესახებ თბილისში კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრაზე აღინიშნა.
აზერბაჯანელი დოპლომატი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს ატარებს.
კვირიკაშვილმა და მამედიაროვმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს პოლიტიკის, კულტურის, ენერგეტიკის, ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები, იუწყებიან საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში.
პოლიტიკოსებმა ისაუბრეს ერთობლივ მსხვილმასშტაბიან, რეგიონული მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკულ პროექტებზე.
შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმოადგენენ სატრანსპორტო კომუნიკაციების საკვანძო რგოლებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. საუბარი შეეხო ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.
ერთდღიანი ვიზიტისას მამედიაროვმა ასევე საქართველოს პარლამენტის სპიქერთან დავიდ უსუფაშვილთან შეხვედრა ჩაატარა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს, მათ შორის პარლამენტთაშორისი და ეკონომიკური თანამშომლობის საკითხები.
აზერბაიჯანი სს მინისტრი ასევე თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში.