თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ოდესის გუბერნეტორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევის საკონცერტო დარბაზები „ევროვიზია 2017-ის“ ჩატარებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და კონკურსის ოდესაში ჩატარების წინადადება წამოაყენა., იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„ევროვიზიის“ ჩატარებას კიევის საგამოფენო ცენტრში გვთავაზობენ. მე იქ დეკემბერში გამოვედი სიტყვით და ცარიელი კედლების მეტი არაფერია. იქ საგრიმიოროებიც კი არ არის და არც პრესცენტრისთვის საჭირო აღჭურვილობა. [ოდესის] სტადიონ „ჩერნომორეცზე“ ეს ყველაფერი არსებობს“, — განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „112 უკრაინის“ ეთერში.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ სწორედ სამი დღის წინ იყო სტადიონზე „ოკეან ელზის“ კონცერტზე და იქაურობა „იდეალურად შეეფერება ამას“.
„კიევის საგამოფენო ცენტრი საერთოდ არაფრად ვარგა — აკუსტიკა არ არის. არც სპორტის სასახლეა შესაფერისი“, — დაამატა სააკაშვილმა.
მისი თქმით, უსაფრთხოების მხრივ ოდესაში კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე კიევში და საერთოდ, ოდესა კონკურსის ყველა პირობას აკმაყოფილებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით საერთოდ არ არის გადაწყვეტილი, რომელ დარბაზს შეარჩევს ხელისუფლება საერთაშორისო სასიმღერო კონკურსისთვის. უკრაინის ვიცე-პრემიერ ვიაჩესლავ კირილენკოს თქმით, ეს 5-7 დღეში გახდება ცნობილი, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი პირადად გამოაცხადებს ამის შესახებ.