თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ შჩეტინინი კიევში, საკუთარ ბინაში იპოვეს მკვდარი.
პოლიცია რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მკვლელობის ვერსიასაც, განაცხადა უკრაინის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ალექსანდრ კრიშჩენკომ.
მანამდე პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შჩეტინინი ბინაში თავში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით იპოვეს, ხოლო ცხედრის გვერდით გამოსათხოვარი წერილი არმოაჩინეს.
„თვითმკვლელობა და პროფესიული მოღვაწეობა — ეს ჩვენი მუშაობის მთავარი მიმართულებებია“, — განაცხადა კრიშჩენკომ ტელეარხ „112 უკრაინის“ ეთერში.
მისი თქმით, საქმეში თვითმკვლელობის ყველა ნიშანია, მაგრამ გამოძიება მაინც „განზრახ მკვლელობის“ მუხლით დაიწყო, რათა რაიმე დეტალი არ გამოეპაროთ.
ამასთან პოლიციის შეფმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა შჩეტინინის გამოსათხოვარ წერილზე და აღნიშნა, რომ ის ძალზე პირადული შინაარსისაა.