თელ–ავივის აეროპორტში საქართველოს 26 მოქალაქე დააკავეს

© AFP 2024 / JACK GUEZთელ–ავივი
თელ–ავივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ტურისტული მიზნით გაემგზავრნენ, მაგრამ საზღვარი ვერ გადაკვეთეს, ისინი დააკავეს. მიზეზები ირკვევა.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. თელ–ავივის საერთაშორისო აეროპორტში, გაურკვეველი მიზეზების გამო, საქართველოს 26 მოქალაქე დააკავეს. ისინი უკვე 24 საათზე მეტია, იზოლატორში იმყოფებიან.

ინფორმაციას ამის თაობაზე დაკავებულების ხლობლებსა და ნათესავებზე დაყრდნობით ტელეკომპანია „რუსთავი2“ ავრცელებს. ტელეკომპანიის მონაცემებით, ტურისტები მომლოცველები იყვნენ. ისინი სამართალდამცველებმა გააჩერეს, ჩამოართვეს პასპორტები და მობილური ტელეფონები.

„ძალიან გვიან მივიღე ინფორმაცია, რომ ისინი ჩაფრინდნენ, გაიარეს შემოწმება, მაგრამ გააჩერეს საზღვარზე“, – განაცხადა დაკავებულის მეუღლემ მაია ხორბალაძემ.

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველო-რუსეთის საზღვარზე „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოალაქეები ისრაელში ერთ–ერთი ტურისტული კომპანიის საგზურით მიდოდნენ.  კომპანიაში აცხადებენ, რომ დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, ისრაელში სამართალდამცველების მიერ ქართველი მოქალაქეების ტურისტულ მიზნებში დაეჭვება გახდა.

„ყველას აუღეს თითების ანაბეჭდები და წაიყვანეს დაკითხვაზე. ეს სტანდარტული პროცედურაა. მათ ჩათვალეს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან მომლოცველები და ოცდაექვსივე ადამიანი გააჩერეს. როცა ვაგზავნით ხალხს, ჩვენ ვეუბნებით, რომ თუ ოფიცერი მათ საზღვარზე არ გაუშვებს და უკან დააბრუნებს, ჩვენ ხარჯებს არ ვაბრუნებთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, სასტუმროს ხარჯები ავანაზღაუროთ“, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თელ–ავივიდან საქართველოს მიმართულებით დღის ბოლოს დაინიშნება სპეციალური რეისი, რომელიც დაკავებულ ქართველებს სამშობლოში დააბრუნებს. მათი დაკავების მიზეზები დგინდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0