საქართველო-რუსეთის საზღვარზე „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული რუსეთიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა.

თბილისი, 24 აგვისტო — Sptunik. საქართველო-რუსეთის საზღვარზე, სტეფანწმინდის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 27 წლის „კანონიერი ქურდი“, წარსულში ნასამართლევი ლ. ბ. დააკავეს, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
ელისო კილაძე პაატა ბურჭულაძეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ადანაშაულებს

გამოძიების ინფორმაციით, ლ. ბ. 2014 წელს აღიარეს ე.წ. კანონიერ ქურდად. მას აქტიური ურთიერთობა ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ წევრებთან და სარგებლის მიღების მიზნით ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სტეფანწმინდის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა", ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

ყველა ახალი ამბავი
0