კარნეგი–ჰოლის სცენაზე ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

© FB/Карнеги-холлკარნეგი–ჰოლი
კარნეგი–ჰოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეგენდარული კარნეგი–ჰოლის სცენაზე ქართველი მუსიკოსების – ჩელისტი ლიზა რამიშვილისა და პიანისტ ინგა ქაშაკაშვილის კონცერტი გაიმართება.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ქართველი მუსიკოსები მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე – ნიუ–იორკის კარნეგი–ჰოლში კონცერტს გამართავენ.

1 ოქტომბერს კარნეგი–ჰოლის სცენაზე გამოვლენ ჩელისტი ლიზა რამიშვილი და პიანისტი ინგა ქაშაკაშვილი, იუწყებიან ორგანიზატორები.

ნინო სურგულაძე - Sputnik საქართველო
ნინო სურგულაძემ იტალიური „საოპერო ოსკარი“ მიიღო

კონცერტის პროგრამაშია რობერტ შუმანის „ფანტასტიკური პიესები“ და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსთვის. ასევე აჟღერდება თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის გიორგი ოუკლის ნაწარმოებები, რომელიც უკვე 12 წელია, აშშ–ში მოღვაწეობს.

ქართველ მუსიკოსებთან ერთად სცენაზე გამოვა არფისტი ისრაელიდან სივან მაგენი.

რამიშვილი 1997 წელს თბილისში დაიბადა. არის მრავალი ფესტივალისა და კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული. მისთვის კარნეგი–ჰოლის სცენაზე გამოსვლა დებიუტია,

ასევე, ინგა ქაშაკაშვლიც წარმატებით გამოდიოდა საერთაშორისო კონკურსებზე და თავის ოსტატობას ამერიკისა და ევროპის წამყვანი პედაგოგების მასტერ–კლასებში ხვეწდა. ქაშაკაშვილი კარნეგი–ჰოლის სცენაზე მესამედ გამოდის.

 

ყველა ახალი ამბავი
0