საქართველოს მთებში გერმანელი და ისრაელელი ტურისტები გადაარჩინეს

© FB/ МВД Грузииდაკარგული ალპინისტები და მაშველები
დაკარგული ალპინისტები და მაშველები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალპინისტები თეთნულდის მწვერვალის დასალაშქრად მიდიოდნენ და დაიკარგნენ.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სვანეთში, თეთნულდზე მყოფი გერმანელი და ებრაელი ტურისტები გადაარჩინეს, აღნიშნულია საქართველოს შსს–ს განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სვანეთში, მწვერვალ თეთნულდის მიმართულებით მიმავალი 2 ტურისტი სამი დღის განმავლობაში კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. ამის შემდეგ გერმანიისა და ისრაელის მოქალაქეების ძებნის გადაწყვეტილება მიიღეს.

„საქართველოში ორი კვირის წინ სვანეთის მთების დასალაშქრად ჩამოვედით. მწვერვალებზე ავედით და 12 დღის შემდეგ პრობლემები შეგვექმნა. მყინვარზე გადაადგილებას ვეღარ ვახერხებდით. შემდეგ გზა აგვებნა. საკვების მარაგიც გამოგველია. შევატყობინეთ შსს–ს სამაშველო სამსახურს, რომელმაც, საბედნიეროდ, გადაგვარჩინა“, – განაცხადა გერმანელმა ტურისტმა კონსტანტინ კლაინერმა, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.

სვანური კოშკები - Sputnik საქართველო
საქართველოს მთებში პოლონელი ტურისტები გადაარჩინეს

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უცხოელი ტურისტების პოვნა და მათი უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა დროულად მოხერხდა.

შსს ასევე აღნიშნავს, რომ საგანგებო სიტუაციების მაშველებმა მიმდინარე წელს, მთაში წარმატებით ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, უკვე 30-მდე ტურისტის გადარჩენა შეძლეს.

ყველა ახალი ამბავი
0