თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. მოსკოვში ხანძარს, წინასწარი მონაცემებით, 17 ადამიანი ემსხვერპლა, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ანონიმურმა წყარომ მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
რუსეთის შსს–ს ინფორმაციით, ყველა დაღუპული და სამი დაშავებული ყირგიზეთის მოქალაქეა. ისინი მოსკოვში კანონიერად იმყოფებოდნენ.
ხანძარი სამრეწველო ზონაში მოხდა (ალტუფიევის გზატკეცილი, 5) და ოთხსართულიანი სახლს მთლიანად მოედო. თვითმხილველებმა „რია ნოვოსტის“ განუცხადეს, რომ ხანძრის წინ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.
ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც სააგენტოს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დედაქალაქის განყოფილებაში განუცხადეს, დაღუპულები ბლოკირებულ შენობაში იმყოოფებოდნენ, მაშველებს კედლის განგრევა მოუწიათ. „რია ნოვოსტის“ წყაროს ინფორმაციით, ისინი ძილში კვამლისგან გაიგუდნენ. დამწვარი შენობა შპს „პეჩატნი ექსპრესს“ ეკუთვნის.