თბილისი, 31 ინვრი — Sputnik. მოსკოვის აღმოსავლეთით გაჩენილ ხანძარს რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის დედაქალაქის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე იულია ივანოვამ.
„ხანძრის ადგილზე 8 უცნობი პირის ცხედარია აღმოჩენილი“, — განაცხადა ივანოვამ.
მოსკოვის სამკერვალო საამქროში ხანძრის გაჩენის მიზეზი შეიძლება ელექტრომოწყობილობის გაუმართაობა და ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა გამხდარიყო. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულები შუააზიიური რესპუბლიკების წარმომადგენლები არიან.
ხანძარი სტრომინკის ქუჩაზე გაჩნდა. ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე 123 მეხანძრის შემადგენლობით, 38 ქვედანაყოფი მუშაობდა.