საქართველოში 4 სექტემბერს სამეცნიერო ფოტოკონკურსი გაიმართება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიფოტოგრაფი
ფოტოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 4 სექტემბრამდე უნდა გაგზავნონ საქართველოს სამეცნიერო ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათი ან ფოტოკოლაჟი.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2016–ის ფარგლებში, რომელიც თბილისში 17–25 სექტემბერს გაიმართება,  ჩატარდება ფოტოკონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. 

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის  მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მკვლევართა მოტივაციის ზრდა, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.

რობოტი ტოკიოს ერთ–ერთ მაღაზიაში, რომელიც კლიენტებს ემსახურება - Sputnik საქართველო
თბილისში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი პირველად გაიმართება

კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ საქართველოში სამეცნიერო ცხოვრების ამსახველი ერთი ფოტოსურათი ან ხუთი ნამუშევრისგან შედგარი ფოტოკოლაჟი. ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 4 სექტემბრამდე რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს 1000 ლარის ოდენობის ფულად პრემიას, მეორე ადგილზე გასული – 700 ლარის, ხოლო მესამეზე – 500 ლარის პრემიას.
ორმოცი საუკეთესო ნამუშევარი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალზე გამოიფინება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ეს ფოტოკონკურსი ყოველწლიური გახდება და ქვეყანაში მეცნიერებისა და ინოვაციების პოპულარიზებას მოემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0