https://sputnik-georgia.com/20160827/233086877.html
ბათუმში სექტემბერში საზღვაო ფორუმი გაიმართება
ბათუმში სექტემბერში საზღვაო ფორუმი გაიმართება
Sputnik საქართველო
ფორუმი, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, ქვეყნის ზღვისპირა რეგიონის პოპულარიზებას ემსახურება. 27.08.2016-ს, Sputnik საქართველო
2016-08-27T12:06+0400
2016-08-27T12:06+0400
2021-10-19T16:00+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23223/41/232234156_26:0:973:536_1920x0_80_0_0_1f4da237d324be91af00d2b2c9e495ce.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2016
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23223/41/232234156_73:0:926:536_1920x0_80_0_0_ba77dbb2518e1576006183d04937c01c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
ბათუმში სექტემბერში საზღვაო ფორუმი გაიმართება
12:06 27.08.2016 (განახლებულია: 16:00 19.10.2021) ფორუმი, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, ქვეყნის ზღვისპირა რეგიონის პოპულარიზებას ემსახურება.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ბათუმში მიმდინარე წლის 12–16 სექტემბერს პირველი საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიართება, აღნიშნულია ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე.
ფორუმის მიზანია საქართველოს ზღვისპირა რეგიონის პოპულარიზება და საზღვაო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
ღონისძიების ორგანიზატორი იქნება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით.
ამჟამად საქართველოში სამი საზღვაო პორტი მოქმედებს – ბათუმში, ფოთსა და ყულევში.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპრტის სააგენტო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) 1993 წელს გაწევრიანდა. IMO–ს დახმარებით საქართველომ ქვეყნის საზღვაო კოდექსი შეიმუშავა.