თბილისის აბრეშუმის მუზეუმში გამოფენა „ღამის ინტერვენცია“ გაიმართება

© courtesy of the State Silk Museum of Georgiaსაქართველოს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
საქართველოს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ღამის ინტერვენცია" ხელოვანებისათვის რიგით მეორე ერთობლივი პროექტია, სადაც ისინი საბოლოო ნამუშევრის თანაავტორებად მოიაზრებიან. მათი პირველი ერთობლივი პროექტი 2016 წელს ნიუ იორკში, The Lodge Gallery-ში შედგა.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. უჩვეულო ექსპერიმენტული გამოფენა „ღამის ინტერვენცია“, რომლის ავტორები არიან ნიუ–იორკში მცხოვრები თანამედროვე ქართველი მხატვრები უტა ბექაია და ლევან მინდიაშვილი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში 31 აგვისტოს გაიხსნება.

ლევან ჯოხაძე - Sputnik საქართველო
ქართველი ხელოვანის ერთწლიანი გამოფენა ჰოლივუდში, ანუ „როცა ტვინი გახსნილია“

როგორც მუზეუმში აცხადებენ,  სხვადასხვა ფერის სანთლით დაფარული ტოტებით, სამშენებლო ნანგრევებს მიმსგავსებული პიგმენტირებული თაბაშირის ბლოკებითა და დაფერილი მარლით შექმნილი ნივთები, აბრეშუმის წარმოების პროცესის მსგავსად, ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსს — ბუნებრივსა და ადამიანის მიერ შექმნილს შორის მერყეობს.

„გამოფენის გახსნის ნაწილს წარმოადგენს უტა ბექაიას სკულპტურულ კოსტიუმებში გამოწყობილი სამი პერფორმერი — რომლებიც მოქმედებასა და სტატიკურ სკულპტურაზე არსებული ტრადიციული შეხედულებების ახლებურ გააზრებას შემოგვთავაზებენ“, – აღნიშნულია აბრეშუმის მუზეუმის განცხადებაში.

„ღამის ინტერვენცია" ხელოვანებისათვის რიგით მეორე ერთობლივი პროექტია, სადაც ისინი საბოლოო ნამუშევრის თანაავტორებად მოიაზრებიან. მათი პირველი ერთობლივი პროექტი 2016 წელს ნიუ იორკში, The Lodge Gallery-ში შედგა. 

ნიკო ფიროსმანი კახეთის მატარებელი - Sputnik საქართველო
ეროვნული მუზეუმი ნიკო ფიროსმანის ნახატების განახლებულ გამოფენაზე გიწვევთ

„ღამის ინტერვენციის“ გამოფენა 20:00 საათზე გაიხსნება.

უტა ბექაია 1974 წელს თბილისში დაიბადა. ამჟამად ნიუ–იორკში ცხოვრობს და მუშაობს. მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენასა და ფესტივალში, მათ შორისაა RichMix ლონდონში, ბიენალე კიევსა და სტამბულში, თბილისის „არტისტერიუმი“ და სხვა, ჰქონდა პერსონალური გამოფენა აშშ–ში, ნიდერლანდებსა და საქართველოში.

ლევან მინდიაშვილი 1979 წელს თბილისში დაიბადა. ასევე ცხოვრობს და მუშაობს ნიუ–იორკში. სისტემატურად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალსა და გამოფენაში აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, ესტონეთში, უკრაინასა და საქართველოში. მისი პერსონალური გამოფენები სხვადასხვა წლებში გაიმართა ნიუ–იორკში, კელნში, ბუენოს–აირესსა და თბილისში.


ყველა ახალი ამბავი
0