თბილისში ავსტრიის საელჩო გაიხსნება

გამოწერა
მანამდე ავსტრიის საელჩოს რეზიდენცია საქართველოში ბაქოში იყო.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ავსტრიის რესპუბლიკის პირველმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არად ბენკომ პარასკევს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა, განაცხადა სახელმწიფოს  მეთაურის პრეს-სამსახურმა.

ბენკო ავსტრიის პირველი ელჩია საქართველოში რეზიდენციით თბილისში. მისი წინამორბედი ბაქოდან მუშაობდა. ავსტრიის საელჩო თბილისში უახლოეს მომავალში გაიხსნება.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ბელარუსის დროშა - Sputnik საქართველო
თბილისში ბელარუსის საელჩო გაიხსნა

შეხვედრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს და დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობა, რომლის თაობაზეც საუბარი ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის, ჯერ კიდევ, 2015 წლის მაისში, საქართველოში ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტისას შედგა.

არად ბენკომ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

საქართველომ და ავსტრიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 მარტს დაამყარეს.

ყველა ახალი ამბავი
0