თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ჩეჩნეთის საარჩევნო კომისიამ 18 სექტემბრის არჩევნებისას საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების დამონტაჟებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ არჩევნები ისედაც საკმაოდ ღიად, დემოკრატიულად და საზოგადოების მხრივ კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს, იუწყება საინფოემაციო სააგენტო „РИА Новости“ რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უმარ ბაიხანოვზე დაყრდნობით.
„ზოგმა სუბიექტმა [ვიდეოდაკვირვების თაობაზე] გადაწყვეტილება კენჭისყრისას დამატებითი ზომის სახით მიიღეს. მაგრამ ჩეჩნეთში არჩევნები ყოველთვის საზოგადოების, დამკვირვებლებისა და მედიის მხრივ მკაცრი კონტროლითა და საკმაოდ ღიად და დემოკრატიულად მიმდინარეობს“, — განაცხადა ბაიხანოვმა.
მისი თქმით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ ვიდეოკამერები არ გაითვალისწინა, მით უმეტეს, რომ ამას „დამატებითი ფინანსები სჭირდება, რომლის მოძიებაც რთულია კრიზისის პირობებში“.
ბაიხანოვი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებთან შეთანხმებით, ისინი პრაქტიკულად ყველა, ანუ 468-ვე უბანზე გამოაგზავნიან საკუთარ დამკვირვებლებს ჩეჩნეთში.
შეგახსენებთ: რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 18 სექტემბერსაა დანიშნული.