საქართველოს პრეზიდენტმა იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა

© Пресс-служба президента Грузииგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა წუხილი გამოხატა იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.

თბილისი, 26აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იტალიელ ხალხს და იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ქართველი ხალხის სახელით მიუსამძიმრა. პრეზიდენტმა იტალიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა:

„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა იტალიაში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის შესახებ. ამ ძნელბედობის ჟამს, როდესაც ასობით უდანაშაულო სიცოცხლე და ოჯახი შეეწირა სასტიკ სტიქიას, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გიცხადებთ თანადგომას და ვგლოვობ იტალიელ ხალხთან, მთელ მსოფლიოსთან და თქვენს მეგობრებთან ერთად“, — აღნიშნულია ჩანაწერში.

მიწისძვრის შედეგები იტალიაში - Sputnik საქართველო
იტალიაში მსხვერპლის რაოდენობამ 247-ს მიაღწია, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

მძლავრი მიწისძვრა 6.0 მაგნიტუდით მოხდა იტალიის ცენტრალურ ნაწილში ოთხსაბათს ღამე. მიწისძვრამ სერიოზული ნგრევა გამოიწვია სამ ოლქში — ლაციო, უმბრიასა და მარკეში. ბოლო ოფიციალური მონაცემებით მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 267 ადამიანი, 387 ადამიანი კი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოებშია მოთავსებული. 

ყველა ახალი ამბავი
0