იტალიაში მსხვერპლის რაოდენობამ 247-ს მიაღწია, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

© photo: Sputnik / Джанлука Ванничелли / გადასვლა მედიაბანკშიმიწისძვრის შედეგები იტალიაში
მიწისძვრის შედეგები იტალიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ორი დღის განმავლობაში იტალიაში ორი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. იტალიიდან ინფორმაცია საქართველოს დაღუპული ან დაშავებული მოქალაქეების შესახებ არ შემოსულა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში იტალიაში ორი მძლავრი მიწისძვრა მოხდა. პირველი 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ პერუჯიდან სამხრეთ აღმოსავლეთში 24 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 3:36 საათზე მოხდა. 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა ხუთშაბათს იტალიის ცენტრალურ რეგიონებში მოხდა. ნგრევები დაფიქსირდა სამ ოლქში: ლაციო, უმბრია და მარკე. ხუთშაბათ დილის მონაცემებით, დაღუპულია 247 ადამიანი.

„ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით, იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან“, — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა მარი ნარჩემაშვილმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
იტალიაში მიწისძვრა მოხდა, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი

მან აღნიშნა, რომ იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს „ცხელი ხაზის“ ნომერზე: +39 333 887 91 23.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს „ცხელი ხაზი“: (+995 32) 294 50 50 — სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე და (+995) 577 98 40 20 — 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0