Medevac-თან დაკავშირებულმა ინცინდენტმა შესაძლოა ქართულ იარაღზე მოთხოვნა გაზარდოს

© Официальный сайт "Дельта"ექსპერტი თვლის, რომ ქართულმა ჯავშანმანქანამ საბრძოლო ნათლობა წარმატებით გაიარა.
ექსპერტი თვლის, რომ ქართულმა ჯავშანმანქანამ საბრძოლო ნათლობა წარმატებით გაიარა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი თვლის, რომ ქართულმა ჯავშანმანქანამ საბრძოლო ნათლობა წარმატებით გაიარა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტაში“ დამზადებულმა სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანამ „Medevac“, რომელიც საუდის არაბეთმა შეიძინა, იემენელ მეამბოხე-ხუსიტებთან მიმდინარე ბრძოლისას  დაკისრებული საბრძოლო ამოცანა წარმატებით შეასრულა, მიაჩნია სამხედრიო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას. 

„მე დადებითად მიმაჩნია, ის მომენტი რომ ჯავშანმა აფეთქებას გაუძლო. ის მწყობრიდან მთლიანად არ გამოსულა და საბრძოლო ამოცანაც შეასრულა. აღნანიშნავია ისიც, რომ ცოცხალი გადარჩა საბრძოლო ეკიპაჟი. ამიტომ აქ არანაირ წუნზე არ შეიძლება იყოს საუბარი. პირიქით ამან შეიძლება უფრო გაზარდოს  ამ პროდუქციიაზე მოთხოვნა და ფასი. “ —აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ. 

„დელტაში“ დამზადებული ჯავშანმანქანა - Sputnik საქართველო
ქართულმა ჯავშანმანქანამ ამბოხებულებთან ბრძოლაში ჭურვს გაუძლო, თუმცა წინა ხიდი მოძვრა

შემთხვევა იმ მომენტში მოხდა, როდესაც იემენელი ამბოხებულები ქალაქ ნაჯრანში არაბ სამხედროებს დაესხნენ თავს.

არაბული ახალი ამბების სააგენტო Al-Masdar News-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში კარგად ჩანს, რომ დიდი სისწრაფით მოძრავი „Medevac-ი“ ცდილობს სწრაფად გაეცალოს მოწინააღმდეგის ცეცხლს, თუმცა მოულოდნელად ჩერდება და უკნიდან საცეცხლე მხარდაჭერის მანქანა LAV-AG ეჯახება. შედეგად, ქართულ მანქანას წინა ხიდი ეშლება და ამ დროს მტრის ჭურვი ხვდება, მაგრამ მტკიცე ჯავშნის წყალობით, არ ფეთქდება. თუმცა საბოლოოდ იემენელები ორივე საბრძოლო მანქანას ანადგურებენ. 

ვახტანგ მაისაიას აზრით ეს ფაქტი ქართული საბრძოლო მანქანის ხარისხზე მეტყველებს. 

«იემენელი მეამბოხეები 60-იანი წლებში დამზადებულ საბჭოთა იარაღს იყენებენ და მას ქართულმა ჯავშანმა ნამდვილად უძლებს. თუმცა რამდენად გაუძლებს ის თანამედროვე ტიპის შეიარაღებას, ამაზე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი»-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

ყველა ახალი ამბავი
0