თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოფსი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის მეორე ნომერი გახდა. რულოფსმა, რომელიც 2004 წლიდან 2013 წლამდე საქართველოს პირველი ლედი იყო, გადაწყვიტა პოლიტიკაში წასულიყო და გასულ კვირას ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში თავის კანდიდატად წარადგინა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. პარტია 2001 წელს დააფუძნა მისმა მეუღლემ მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამ დროისათვის უკრაინის მოქალაქეა და არ შეუძლია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა.
“დარწმუნებული ვარ რომ სანდრა მოიგებს არჩევნებს პირველ ტურში და დარწმუნებული ვარ რომ მისი ყოფნა პირველ ათეულში ჩვენი განაცხადია გამარჯვებაზე“, თქვა ენმ-ს საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი. საქართველოში არჩევნების ეგრეთ წოდებული შერეული სისტემაა. პარლამენტის 77 დეპუტატს პარტიული სიით ირჩევენ (პროპორციული სისტემით), ხოლო 73 — ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილი კანდიდატებიდან (მაჟორიტარული სისტემით). პირველ ტურზე გამარჯვებისათვის მაჟორიტარულ არჩევნებზე კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ხმათა 50%-ზე მეტი უნდა მოაგროვოს, ხოლო პარლამენტში რომ მოხვდეს პროპორციული სისტემით, პარტიამ ხმათა 5%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.