თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მოთხოვნაზე, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებულიყო ფინანსური სანქციები, მის მიერ საარჩევნო კოდექსის იმ მუხლის დარღვევის გამო, რომლითაც უცხოეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ საქართველოში საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია სააკაშვილის 2 ათასი ლარით დაჯარიმებას ითხოვდა აჭარის მოსახლეობის მიმართ მისი ვიდეო-მიმართვის გამო, რომის ტრანსლირება 31 ივლისს მოხდა, მაშინ, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენდა, აჭარის უმაღლეს საბჭოში.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, კანონდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა ფაქტიურად შეუძლებელია პირის მიმართ, რომელიც არ იმყოფება საქართველოში“, — აღნიშნულია კომისიის შეტყობინებაში.
მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებაზე სააკაშვილმა უპასუხა, რომ არანაირ ჯარიმას არ შეუძლია მისი დაშინება და განაცხადა, რომ იგი გაოცებულია, იმით, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ იმდენი დრო და რესურსი აქვს, რომ მისი გამოსვლები და მიმართვები გააანალიზოს, მაშინ როდესაც საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ადამიანის უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ატერორებენ მოსახლეობას“. არასამთავრობო ორგანიზაციაში პრეზიდენტის განცხადება შეაფასეს როგორც არაპირდაპირი ზეწოლა სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე, რაც მიუღებელია დემოკრატიული ქვეყნისათვის.