ქართველმა აბიტურიენტებმა ინგლისურის ცოდნით თავი გამოიჩინეს

© Flickr / eltpicsინგლისური ენის შესწავლა
ინგლისური ენის შესწავლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე ცუდი მაჩვენებლები დაფიქსირდა ფიზიკაში. ამ საგნის ჩაბარება აბიტურიენტთა 30%0-მა ვერ შეძლო.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები აბიტურიენტებმა ინგლისური ენის გამოცდაში აიღეს. მაქსიმალური ქულა 50-მდე ადამიანმა მიიღო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „Новости-Грузия“ შეფასებებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

ყველაზე ცუდი მაჩვენებლები დაფიქსირდა ფიზიკაში. ამ საგნის ჩაბარება აბიტურიენტთა 30%0-მა ვერ შეძლო.

თსუ - Sputnik საქართველო
დაახლოებით 28 ათასი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ყველაზე ნაკლები აბიტურიენტი ჩაიჭრა ქართული ენისა და ლიტერატურის გა მოცდაში (3,4%).

რაც შეეხება გრანტებს: 1112 აბიტურიენტმა მიიღო 100% გრანტი, 1456-მა — 70% გრანტი, ხოლო 4078-მა — 50% გრანტი.

სულ ჯამში ნაწილობრივი თუ სრული დაფინანსება 5 ათას 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათ რიცხვს ემატებიან ის პირველკურსელებიც, რომლებიც საბიუჯეტო სახელმწიფო პროგრამებზე ჩაირიცხნენ და შესაბამისად, სრულიად უფასოდ ისწავლიან.

2016 წელს საგამოცდო ზღვარი ვერ გადალახა ათი ათასამდე აბიტურიენტმა, ხოლო სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობამ 27 782 ადამიანი შეადგინა.

როგორც გამოცდების ცენტრში განაცხადეს, პროცენტულად ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად ემთხვევა შარშანდელ მაჩვენებელს.

შეფასებებისა და გამოცდების ცენტრში აღნიშნეს ისიც, რომ 500-მდე აბიტურიენტმა ბარიერი გადალახა, მაგრამ არჩეულ ფაკულტეტებზე მაინც ვერ ჩაირიცხნენ, ვინაიდან ნებადართული 20-ის ნაცვლად, მხოლოდ 5 ჰქონდათ მითითებული.

ყველა ახალი ამბავი
0