თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, საქართველოში 27 ათას 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
სახელმწიფო გრანტს, რომელიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ნაწილობრივ დაფინანსებას გულისხმობს, 6 ათას 500-მა აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო უფასოდ დაახლოებით 4 ათასი სტუდენტი ისწავლის.
ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების დაახლოებით 75% პირველკურსელი გახდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 1-22 ივლისს ჩატარდა. გამოცდებში მონაწილეობდა დაახლოებით 38,5 აბიტურიენტი.