ზოგადი უნარების გამოცდა აბიტურიენტთა 16%-მა ვერ ჩააბარა

© photo: Sputnik / Fuad Gasanovსაგამოცდო სესია
საგამოცდო სესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 1-დან 22 ივლისამდე ტარდებოდა.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს გამოცდებისა და შეფასებების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ზოგადი უნარების გამოცდების შედეგების მიხედვით, აბიტურიენტთა 16%-მა ვერ შეძლო აუცილებელი ბარიერის გადალახვა, განაცხადა ბრიფინგზე ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა. 

შედეგები სხვა საგნებზე ეტაპობრივად უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება. 

სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტებს შეუძლიათ თავიანთი შედეგები მობილურის შეტყობინების საშუალებით გაიგონ. ამისათვის თავისი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333, შეტყობინების ფასი 5 თეთრია. 

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა. რეგისტრაცია გამოცდებში მონაწილეობისათვის 41,5 ათასმა აბიტურიენტმა გაიარა. უმაღლეს სასწავლებლებში 44 ათასი ადგილია. ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრში ჩატარდა. 


ყველა ახალი ამბავი
0