თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. თბილისური როკ-ჯგუფ Sanda-ს კონცერტი 26 აგვისტოს ბათუმში გაიმართება. კონცერტის დევიზია „არა ტერორიზმს!“.
მუსიკოსების განცხადებით, მათი კონცერტის მიზანია ტერორისტული შეტევების დაგმობა, რომლებიც მთელ მსოფლიოში თითქმის ყოველდღე ხდება უდანაშაულო ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები იღუპებიან.
„გვინდა, მათ ხსოვნას პატივი მივაგოთ! და არა აქვს მნიშვნელობა, რომელ რელიგიას, რასას ან ეროვნებას მიეკუთვნებიან ისინი. გვინდა საყოველთაო ძალადობის ესკალაციისა და უაზრო მსხვერპლშეწირვის შეწყვეტა“, — განუცხადეს ჯგუფის წევრებმა Sputnik-ს.
როგორც როკერები აცხადებენ, მათ სურთ მიმართონ ტერორის ორგანიზატორებს და მოუწოდონ მათ, შეწყვიტონ უდანაშაულო ბავშვების ხოცვა, სუსტებისა და უიარაღოების განადგურება. ამით, მუსიკოსების თქმით, ასეთი ადამიანები ამტკიცებენ, რომ მათი ადგილი თანამედროვე ცივილიზებულ საზოგადოებაში არ არის.
Sanda-ს კონცერტი ბათუმის საჩოგბურთო კლუბის სცენაზე 18:00 საათზე დაიწყება. კონცერტი სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.
ჯგუფი Sanda საქართველოში 1993 წელს დაარსდა და დღემდე აქტიურად მუშაობს. ანსამბლი ასრულებს როკ-მუსიკას პოპის, ჯაზისა და ფოლკის ელემენტებით. 2015 წელს Sanda კავკასიური მუსიკალური პრემია „ფენიქსის“ გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „საუკეთესო ვიდეო“. მუსიკოსები სისტემატურად მონაწილეობენ ქართულ და საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში.