ოპერის სოლისტები თბილისის ცენტრს დაასუფთავებენ

© FB/ Анита Рачвелишвилиქართველი საოპერო მომღერლები გარემოს დაცვის აქციაზე
ქართველი საოპერო მომღერლები გარემოს დაცვის აქციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამგვარად ისინი გარემოს დაბინძურების პრობლემისადმი ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ქართველი საოპერო მომღერლები დღეს, 19:30 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზთან (ფილარმონია) შეიკრიბებიან და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ აქციას გამართავენ.

მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები ანიტა რაჭველიშვილი და ოთარ ჯორჯიკია მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაივლიან, რათა დედაქალაქი ნაგვისგან გაწმინდონ.

„შევიკრიბებით ფილარმონიასან, შემდეგ რუსთაველისა და კოტე აფხაზის ქუჩებით მეიდანზე ჩავალთ. ეს ტრაექტორია სპეციალურად შევარჩიეთ იმიტომ, რომ აქ ყველაზე მეტი ტურისტი იკრიბება. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენთვის სულერთი არაა, როგორ გამოიყურება ჩვენი ქალაქი“, — განაცხადა ჯორჯიკიამ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
ოპერის ქართველი მომღერლები გარემოს დასაცავად გაერთიანდნენ

საოპერო მომღერლები მოუწოდებენ ყველას, შეუერთდნენ მათ და დაეხმარონ ქალაქის დასუფთავებაში.

„მოდით, გავამწვანოთ და გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი“, — განაცხადა ჯორჯიკიამ.

რაჭველიშვილისა და ჯორჯიკიას მიერ მოწყობილი დღევანდელი აქცია რიგით მეოთხეა.

ჯორჯიკიას ინიციატივით, მსგავსი აქციები პერმანენტულად ტარდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქალაქგარეთაც. ახალგაზრდა ხელოვანი ხალხის მიზანი სუფთა და მოვლილი გარემოა.

ყველა ახალი ამბავი
0